უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 76 „შაჰედის“ დრონიდან 72 ჩამოაგდეს.
სულ ნახვები :
92
...
უკრაინის ძალებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 76 „შაჰედის“ დრონიდან 72 ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები კურსკიდან, იეისკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.