ხობში ახალგაზრდა ქალი მანქანამ გაიტანა
სულ ნახვები :
109
...
ხობში სოფელ ხეთაში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 25 წლამდე ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, სუბარუს მარკის ავტომობილი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც ავტომანქანა ამოტრიალდა.
შემთხვევის დროს ავტომობილში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.