აფხაზები ივანიშვილის ბოდიშის შემდეგ ელოდებიან, რომ საქართველო აღიარებს აფხაზეთს - თემურ პაპასქირი

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აფხაზები ე.წ. ბოდიშის შემდეგ ელოდებიან, რომ საქართველო აღიარებს აფხაზეთს და წავა მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, - განაცხადა „ახალის“ წევრმა თემურ პაპასქირმა.  მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ ქვეყნის ინტერესების ღალატისთვის სჭირდება.

„აფხაზურმა  მხარემ პირდაპირ დაწერა „კეთილმეზობლური ურთიერთობები“, ანუ, რას ელოდებიან ბიძინა  ივანიშვილისგან ე.წ. ბოდიშის შემდეგ?  - ელოდებიან იმას, რომ საქართველო აღიარებს აფხაზეთს და წავა მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.

ამისთვის სჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა ზუსტად, რომ ასეთი მოღალატეობრივი ნაბიჯი გადადგან, კონსტიტუცია შეცვალონ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარონ ან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ან ქვეყანა  კონფედერაციად გამოაცხადონ, რაც პრინციპში ამ შემთხვევაში იგივე იქნება“, - განაცხადა პაპასქირმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიზინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ „ოსი ძმებისა და დებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ“, „ბოდიში“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში - აფხაზეთშიც მოითხოვეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა