საქართველო-ალბანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა იწყება
...
საქართველო-ალბანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება ინფორმაციას „ეროვნული ნაკრები“ ავრცელებს.
„14 ოქტომბერს, საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება“, - წერს „ეროვნული ნაკრები“ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო-ალბანეთის პირველ მატჩში, ანგარიში 4:1, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, 11 ოქტომბერს, უკრაინის ნაკრებს შეხვდება.