მე გაჩერებას არ ვაპირებ - მერაბ დვალიშვილი
...
ის უნდა იყოს მოტივაცია, რომ წარმატება და შრომა ფასდება. ყველაფერი შესაძლებელია, მე გაჩერებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ სამშობლოში დაბრუნებულმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა.
სპორტსმენი ქვეყანაში დღეს, 29 სექტემბერს დაბრუნდა. მას გულშემატკივარი აეროპორტში დახვდა.
„ყოველთვის ვგრძნობ საქართველოს მხარდაჭერას. ჩემი ოცნება იყო, რომ ქართველ ხალხთან აღმენიშნა ეს გამარჯვება და სიხარული
ეს არის ჩემი უზარმაზარი მოტივაცია და დარწმუნებული ვარ, უამრავი ახალგაზრდის, უამრავი სპორტსმენის თუ ზოგადად, სტუდენტის. ის უნდა იყოს მოტივაცია, რომ წარმატება და შრომა ფასდება. ყველაფერი შესაძლებელია, მე გაჩერებას არ ვაპირებ. კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება წინ“, - განაცხადა დვალიშვილმა.