დარწმუნებული იყავით, რომ ისრაელი იბრძოლებს გამარჯვებამდე - ნეთანიაჰუ დასავლელ ლიდერებს მიმართავს

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ნეთანიაჰუს თქმით, ყველა ცივილიზებული ქვეყანა მტკიცედ უნდა იდგეს ისრაელის გვერდით.

„ყველა ცივილიზებული ქვეყანა მტკიცედ უნდა იდგეს ისრაელის გვერდით. თუმცა, პრეზიდენტი მაკრონი და ზოგიერთი სხვა დასავლელი ლიდერი ახლა მოუწოდებენ ისრაელზე იარაღის ემბარგოსკენ, სირცხვილი მათ! ირანი აწესებს იარაღის ემბარგოს „ჰეზბოლაზე,“ ჰუსიტებზე, „ჰამასზე“ და მის სხვა მოკავშირეებზე? – რა თქმა უნდა, არა. ეს ტერორის ღერძი ერთად დგას. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც თითქოს ეწინააღმდეგებიან ამ ტერორის ღერძს, მოუწოდებენ ისრაელზე იარაღის ემბარგოსკენ. რა სირცხვილია!

მოდი, ასე გეტყვით: ისრაელი გაიმარჯვებს მათი მხარდაჭერით თუ მის გარეშე, მაგრამ მათი სირცხვილი გაგრძელდება ომის მოგების შემდეგაც. დარწმუნებული იყავით, რომ ისრაელი იბრძოლებს გამარჯვებამდე – ჩვენთვის და მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, მაკრონმა განაცხადა, რომ უნდა შეწყდეს ისრაელისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც ღაზის კონფლიქტში გამოიყენებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა