ჩვენი ამერიკელი მეგობრები დგანან ქართველი ხალხის გვერდით - სანიკიძე

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად ხაზს უსვამენ იმას, რომ ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით. ისინი არიან ჩვენი მთავარი პარტნიორები არ აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის პარტნიორები მხარს უჭერენ იმ დასავლურ არჩევანს, რომელსაც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს.

 „ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად ხაზს უსვამენ იმას, რომ ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით. ეს ნამდვილად ასეა, ისინი არიან სწორედ ჩვენი მთავარი პარტნიორები არ აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებით და ნამდვილად არ იყო გასაკვირი მათი განცხადება ლავროვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან მიმართებაში, რომელსაც შეუერთდა და მიესალმა კალაძე ყოვლად სამარცხვინო გადაწყვეტილებითა და განცხადებით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები დგანან ქართველი ხალხის გვერდით, იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც 26 ოქტომბერს ამ ქვეყანაში მხარს დაუჭერენ ცვლილებას, არ მოიხდიან ბოდიშს საკუთარ ტერიტორიული მთლიანობისთვის და აირჩევენ ახალ პროდასავლურ კოალიციურ მთავრობას.“- განაცხადა სანიკიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა