ბათუმში, 6 მაისის პარკში, 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება, ამას არ დავუშვებთ - ლევან ანთაძე

სულ ნახვები : 131
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბათუმელების ერთ-ერთი უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილი, 6 მაისის პარკი, სამწუხაროდ, ივანიშვილის სამიზნე გახდა, არჩევნების შემდგომ აქ იგეგმება 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა, მაგრამ პირობას გაძლევთ, ამას არ დავუშვებთ", -  განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ

ლევან ანთაძის განცხადებით,  ​ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს განხილვა ზოოპარკის გაუქმებასთან დაკავშირებით, რის უკანაც კორუფციული ინტერესები დგას.

„ჩვენი ინფორმაციით, შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდგომ იგეგმება 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა პარკის ტერიტორიაზე, რაც იქნება კიდევ ერთი ბეტონის ფარდა.

​ჩვენ ღიად ვაცხადებთ და გარანტიას ვაძლევთ ბათუმელებს, რომ ამ მზაკვრული მიზნის მიღწევას ვერ შეძლებენ.

ჩვენ მოსახლეობასთან და საკრებულოსთან ერთად შევძლებთ:

ზოოპარკი გადავიტანოთ ქალაქგარეთ;

პარკში, ზოოპარკის ტერიტორია იქნება მხოლოდ მწვანე, სარეკრეაციო ზონა და მკაცრად განისაზღვრება მისი სტატუსი;

აღდგება ამ პარკის ტრადიცია და სანიჩბოსნო სპორტი გახდება ამ პარკის კულტურის ნაწილი”,- განაცხადა  ლევან ანთაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა