ხუდადოვზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მეხანძრეები ხუდადოვის ქუჩაზე ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე  ვერ ახერხებენ - უკვე ერთი საათია, კორპუსის მაღალ სართულზე საცხოვრებელი ბინა იწვის.  ადგილზე ამ დრომდე ათობით მეხანძრე-მაშველი მუშაობს. 

 ადგილობრივების თქმით, ხანძრის სავარაუდო მიზეზი კაბელებია. ცნობილია ისიც, რომ ცეცხლის გაჩენის მომენტში სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათი გამოყვანა დროულად მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა