სასამართლომ დროებითი შეჩერების მექანიზმი არ გამოიყენა, ცხადია პრობლემური არის - გურამ იმნაძე

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სოციალური სამართლიანობის  ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის მიმართულების ხელმძღვანელი, გურამ იმნაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რუსულ კანონთან დაკავშირებით არსებულ სარჩელებთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

იმნაძის შეფასებით, ის რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა კანონი ეს მოსალოდნელი იყო.

„ეს ფაქტი, რომ სასამართლომ დროებითი შეჩერების მექანიზმი არ გამოიყენა ცხადია პრობლემური არის, თუმცა ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა რადგანაც ვიცით პოლიტიზების სიმ მასშტაბის შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობს. სასამართლომ  ახლა უკვე ზუსტი შინაარსები  ამოკრიბა რომელზეც იმსჯელებს, ანუ სადაო კანონის იმ პუნქტებზე, რომლებსაც სასამართლოს მოსაზრებით აქვს მიმართება კონსტიტუციის ნორმებთან და შეიძლება არღვევდეს ამ ნორმებს. ემა გოცირიძის განსხვავებული აზრი მიემართება კონსტიტუციის 78-ე მუხლს და მასთან დაშვების საკითხს, რაც შეეხება დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებას ამაზე ორ მოსამართლეს აქვს განსხვავებულია აზრი დაფიქსირებული, ესენი არიან თეიმურაზ ტუღუში და გიორგი კვერენჩხილაძე. ეს ორი მოსამართლე აფიქსირებს განსხვავებულ მოსაზრებას, ამ მოსაზრებით უნდა გამოყენებულიყო დროებითი შეჩერების მექანიზმი", - განაცხადა იმნაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა