კარგი იქნებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო თავად პრემიერობის კანდიდატი, ეს შეკრავდა სიტუაციას - გია უხაშვილი

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრეზიდენტს აქვს თავისი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. გუნდის ფორმირება მოხდეს, რომელიც "ქარტიით" განსაზღვრულ ამოცანებს შეასრულებს და ამომრჩევლის პატივისცემა იქნებოდა, რომ ამ გუნდის შესახებ მეტი ინფორმაცია ყოფილიყო ცნობილი - ამის შესახებ პოლიტოლოგმ გია ხუხაშვილმა, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხუხაშვილის აზრით, არგი იქნებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო თავად პრემიერობის კანდიდატი. ეს შეკრავდა სიტუაციას. 

"პრეზიდენტს აქვს თავისი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. გუნდის ფორმირება მოხდეს, რომელიც "ქარტიით" განსაზღვრულ ამოცანებს შეასრულებს და ამომრჩევლის პატივისცემა იქნებოდა, რომ ამ გუნდის შესახებ მეტი ინფორმაცია ყოფილიყო ცნობილი. კარგი იქნებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო თავად პრემიერობის კანდიდატი. ეს შეკრავდა სიტუაციას. რას ამბობს ამაზე და მას აქვს თავისი მოსაზრებები, მისთვის ეს მძიმე ტვირთია. თავად ეს პროცესია მძიმე ტვირთი და აქედან გამომდინარე, მისი გადასაწყვეტია. მე ვეუბნები ჩემს მოსაზრებას, დანარჩენი მისის საფიქრალია"- ამბობს გია ხუხაშვილი. 


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა