ხმის მიცემის ფარულობა არის აბსოლუტურად დაცული, იმის დადგენა, თუ რომელმა ამომრჩეველი რომელი ნომერი შემოხაზა შეუძლებელია - თამარ ჩუგოშვილი

სულ ნახვები : 86
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 ხმის მიცემის ფარულობა არის აბსოლუტურად დაცული. იმის დადგენა, თუ რომელმა ამომრჩეველი რომელი ნომერი შემოხაზა, არის აბსოლუტურად შეუძლებელი - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა ვიცეპრემიერმა, დემოკრტიული მმართველობისა და საპარლამენტო სისტემების საერთაშორისო ექსპერტმა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი განმარტებით, არ აქვს არანაირი აღმნიშვნელი ნომერი ბიულეტენს, რომელმაც შეიძლება, იდენტიფიცირება მოახდინოს, ამორმჩეველმა რა არჩევანი გააკეთა.

"ხმის მიცემის ფარულობა არის აბსოლუტურად დაცული. იმის დადგენა, თუ რომელმა ამომრჩეველი რომელი ნომერი შემოხაზა, არის აბსოლუტურად შეუძლებელი. თვითონ კაბინაშიც, ხმის მიცემის დროსაც, აპარატშიც და ა.შ, ამის იდენტიფიცირება... არ აქვს არანაირი აღმნიშვნელი ნომერი ბიულეტენს, რომელმაც შეიძლება, იდენტიფიცირება მოახდინოს, ამორმჩეველმა რა არჩევანი გააკეთა.

განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ყველაზე მოწყვლადი არიან, ყველაზე სუსტად ვისაც თვლის დღეს ხელისუფლება, ყველაზე მეტი ცუდი გავლენის მოხდენას ვისზეც ცდილობს, უნდა იცოდნენ, თავისუფლად შეუძლიათ, იქ რომ შევლენ, გააკეთონ ის არჩევანი, რაც უნდათ. ვერავინ გაარკვევს, აბსოლუტურად შეუძლებელია იმის დადგენა, ვინ ვის მისცა ხმა" - განაცხადა ჩუგოშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა