თქვენ იცით, როგორი სიკეთეა ევროკავშირი, რომ განათლება უკეთესია, ყველაფერი უკეთესია - ელისაშვილი

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თქვენ იცით, როგორი სიკეთეა ევროკავშირი, რომ განათლება უკეთესია, ყველაფერი უკეთესი - ამის შესახებაც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. 

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას.

"რა უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბრის საღამოდან, რომ ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ? ამას "ილიას გზა" ჰქვია. მთავარი ამბებია, რომ ევროკავშირისკენ წავიდეთ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, როგორი სიკეთეა ევროკავშირი, რომ განათლება უკეთესია, ყველაფერი უკეთესია. ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა გვინდა. გვინდა, რომ ისეთი ქვეყანა შევქმნათ, რომ ემიგრაციაში წასული მოქალაქეები დავაბრუნოთ სამშობლოში" - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა