ფარული კადრებით ჟონგლიორობა მათთვის არ არის ახალი - დეკანოიძე ოცნებაზე

სულ ნახვები : 59
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფარული კადრებით ჟონგლიორობა მათთვის ახალი არ არის...ეს არის შეშინებული სისტემის განცხადება- ასე ფსებს ხატია დეკანოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადებას, რომლითაც ლილუაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ კონკრეტული ჯგუფები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლების ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.

მისი თქმით,  "ქართული ოცნება" ადამიანებზე მანიპულაციისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებს. 

"ეს არის შეშინებული სისტემის განცხადება. ფარული კადრებით ჟონგლიორობა მათთვის არ არის ახალი. მაგრამ ისინი ყველანაირ სცენარს განიხილავენ იმისთვის, რომ კვლავ მანიპულაციის იარაღი ჰქონდეთ ადამიანებზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აწარმოეს ამაზრზენი კამპანია და დააცილეს საქართველო ევროპის კავშირს" - ამბობს ხატია დეკანოიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა