„ლელო“ პირდაპირ ამბობს, რომ აპირებს, ეკონომიკა ჩამოშალოს - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 64
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოპოზიციურ პარტიებს გაცხადებული აქვთ, რა არის მათი დაპირება. ჩვენ ამას ვხედავთ. მათი დაპირებაა, რომ დააწესებენ სანქციებს, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეკითხვას, რა სურათი შეიძლება დადგეს ქვეყანაში ოთხი ოპოზიციური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები სანქციებს დაუწესებენ რუსებს.

„ეს თქვეს თავიანთი პროგრამით. „ლელო“ პირდაპირ ამბობს, რომ აპირებს, ეკონომიკა ჩამოშალოს. ხალხი, რომელმაც ვერაფერი ვერ გააკეთა თავის ცხოვრებაში. ანაკლია, ნახეთ, სადამდე მიიყვანეს საბოლოო ჯამში. ბოლოს ბიუჯეტისგან გარანტირებულ მოგებებს ითხოვდნენ. ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქვეყანა უნდა ააყვავონ, პირდაპირ პროგრამაში უწერია „ლელოს“, რომ სანქციებს დაუწესებენ რუსეთს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ თქვა, რომ შეასრულებენ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას, სადაც პირველად დაფიქსირდა ის, რასაც ორი წელი ჩვენგან ითხოვდნენ დახურულ კარს მიღმა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს. შესაბამისად, ეს არის პირდაპირი ბილეთი ომში. ამ პარტიებს უნდათ, უწყისი ჩაგვაბარონ ომში შესასვლელად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, რეპრესიები პირდაპირ ქარტიაში ჩანს.

„რეპრესიები ჩანს პირდაპირ ამ ქარტიაში, რომ დაგეგმილია რეპრესიები სხვადასხვა უწყებაში. ასე რომ, საერთო ჯამში, ეს არის ოპოზიციური პარტიების გეგმა. რაც შეეხება მათ შორის შეთანხმებას, მათ არავინ არაფერს ეკითხება, როგორც არავინ არაფერი არ ჰკითხა, როგორც უთხრეს, ისე დალაგდნენ და მშვენივრად მოაწერინეს ხელი ყველაფერზე. ქარტიას ვგულისხმობ. ამ პოლიტიკოსებს თავისი ხელით ქართველებისთვის, საქართველოსთვის ბანანის რესპუბლიკა დააძახებინეს მათ, ვინც ეს შეადგინა. შემდეგ საზღვარგარეთ იარა ქალბატონმა სალომემ და ვნახეთ, რომ ეს დოკუმენტი „გარეთ დატრიალებული დოკუმენტია“. რასაც ეტყვიან, საბოლოო ჯამში, ეს გაკეთდება და ვხედავთ, რომ მათი გეგმა ეს არის. ღიადაც ამას ამბობენ, რომ არა ხალხის დაკვეთის შესრულება ან ხალხის ნების მოსმენა, არამედ მთავარია, ასიამოვნონ გარე პოლიტიკურ ჯგუფებს და ძალებს. შეაქონ, თქვან, რომ კი ბატონო, კარგია, აი, თქვენ ცოტა მოლაპარაკება, ცოტა გრანტი და ცოტა სხვა დახმარება. აი, ამაზე აქვთ აწყობილი“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა