10 დღე დარჩა, რომ ჩვენ, ყველამ დავიწყოთ ახალი ძლიერი საქართველოს მშენებლობა - მამუკა ხაზარაძე

სულ ნახვები : 72
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

10 დღე დარჩა, რომ "ქართული ოცნების" 12-წლიანი ტყუილების კასკადი დავამთავროთ ამ ქვეყანაში - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მმუკა ხაზარაძე.

მისი ტქმით, თითოეულ მოქალაქეს ამ პროცესში უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია.

"10 დღე დარჩა, რომ "ქართული ოცნების" 12-წლიანი ტყუილების კასკადი დავამთავროთ ამ ქვეყანაში. 10 დღე დარჩა, რომ ჩვენ, ყველამ დავიწყოთ ახალი ძლიერი საქართველოს მშენებლობა. ამ პროცესში თითოეულ თქვენგანს გაკისრიათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს მომავალ საქართველოში. ჩემი სურვილია, რომ კარგად დავფიქრდეთ და სრული მობილიზაცია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დავამთავროთ ტყუილი, ის დაპირებები, რომლებიც არასდროს არ სრულდებოდა ბოლო 12 წლის განმავლობაში" - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა