მინდობით აღზრდაში მყოფმა არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

სულ ნახვები : 1,284
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოზურგეთში მინდობით აღზრდაში მყოფმა არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  არასრულწლოვანი გარდაცვლილი ოზურგეთის გარეუბანში,  მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

ბიოლოგიური მშობლების განცხადებით, მოზარდის მინდობით აღზრდაში გადაცემის გადაწყვეტილება მათი სოციალური მდგომარეობის გამო მიიღეს. მათივე თქმით, არასრულწლოვანი ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნებას ითხოვდა.  ისინი ვარაუდობენ, რომ სუიციდის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

არასრულწლოვანი ბიჭი დამამთავრებელ კლასში იყო. მეზობლების თქმით, ბიჭმა წერილი დატოვა, რომელშიც ყველას დაემშვიდობა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა