ირმა ზავრადაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას, ხელფასს და მეუღლის ბიზნესწილს მალავს - TI

სულ ნახვები : 435
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა, 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ გაასაჯაროვა 3 უძრავი ქონება და აღებული ხელფასი, ასევე არასრულყოფილად ასახა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ - ამის შესახებ ინფორმაციას „გამჭირვალობა საქართველო“ ავრცელებს.

„დარღვევა I: ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში არ ასახა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში (36.5 კვ.მ). ასევე, მეუღლის, არჩილ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთაში (135.40 კვ.მ ფართის შენობა ნაგებობით) და თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე 123.20 კვ.მ. ბინა.

დარღვევა II: ზავრადაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება (ხელფასი). საინტერესოა, რომ ხელფასის შესახებ ინფორმაცია მან არც 2022 წელს წარდგენილ დეკლარაციაში გაასაჯაროვა.

დარღვევა III: ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში სრულყოფილად არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. კერძოდ, დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ არჩილ ჩხარტიშვილი 2.56%-იან წილს ფლობს კომპანიაში შპს მშენებელი-96. საინტერესოა, რომ დეკლარაციის მიხედვით, ჩხარტიშვილი დასაქმებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლად. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, არჩილ ჩხარტიშვილს ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობაში უშუალო ჩართულობა (წილის მართვა). კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ჩხარტიშვილს მის მფლობელობაში არსებული ბიზნეს-წილები მართვის უფლებით მესამე პირისთვის უნდა გადაეცა“ ,- ნათვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ირმა ზავრადაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები