რა უფლებებს, მოვალეობებს და ახალ ვალდებულებებს არეგულირებს კანონი სკოლის მოსწავლეებს?

სულ ნახვები : 376
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოსწავლეთა ქცევის კოდექსში დეტალურადაა გაწერილი ის უფლებები და აკრძალვები, რომლებიც ბავშვებს გარკვეულ ვალდებულებებს უყენებს. კერძოდ, მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს შემდეგი 10 პირობა:

1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.

2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.

3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.

4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.

5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.

7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.

8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.

9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.

10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ურთიერთობას პედაგოგბთან, დირექციასა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან:

1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა