სტიქიის ახალი კერა სურამსა და ქვიშხეთში - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

სულ ნახვები : 625
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მეწყრული პროცესები შიდა ქართლში დილიდან გააქტიურდა. კერძოდ, სურამსა და ქვიშხეთში დასახლებულ პუნქტებში მიწის მასა ჩამოწვა. დაზიანდა სახლები.ინფორმაცია არ ვრცელდება დაშავებულების შესახებ.

ქვიშხეთში მთის მასა იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, განსაკუთრებულად სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდა 2 ოჯახი.

ამ წუთებში, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. სახელმწიფო უწყებების ინფორმაციით, ადგილზე მუშაობას გეოლოგები დაიწყებენ და სწორედ მათი დასკვნაის შემდეგ გახდება ცნობილი, დაუბრუნდებიან თუ არა ევაკუირებული ოჯახები საცხოვრებელ ადგილებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა