სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

სულ ნახვები : 225
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ეროვნული გმირი, არჩილ ტატუნაშვილი, დღეს 41 წლის გახდებოდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ზვიადაძემ,  თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. 41 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, მის საფლავთან გვიწევს ამ დღის აღნიშვნა. მან თავისი გმირობით უკვდავყო არა მხოლოდ საკუთარი სახელი, არამედ მაგალითი მისცა მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულისა და თავდადების. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისათვის, რათა მისი დაღვრილი სისხლი ფუჭი არ იყოს და ასევე, სათანადოდ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მისი სიცოცხლის ხელყოფაში მიიღო რაიმე სახით მონაწილეობდა. დამნაშავეები აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე“,- განაცხადა ზვიადაძემ.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წელს ცხინვალის რეჟიმმა წამებით მოკლა.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა