საიდან ჰქონდა იარაღი წინანდლის ტყეში ჩაცხრილულ ნიკა კენჭოშვილს - ზვიადაურის ძმის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები

სულ ნახვები : 42,786
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩემმა შვილმაც დაცვის მიზნით გამოიყენა თავისი იარაღი, რომელიც განვადებით მე თვითონ ვაყიდინე,“ - განაცხადა დღეს, 19 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტყეში სისხლიანი გარჩევების დროს მოკლულმა ნიკა კენჭოშვილის მამამ.

მისივე თქმით, მის შვილს ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ოჯახთან არანაირი ბიზნეს წილი არ აკავშირებდა.

„მე როგორც ვიცი, ფიცარზე მოზელილი ალიზის გამო დაიწყო ჩხუბი, რატომ მოზილეთ ამაზე, ჩვენიაო და ამის გამო დაიწყო შეხლა-შემოხლა. იქ ჩემს ბიჭს ახლდა ფირმის წარმომადგენელი ვატო. ვატო იყო ერთ-ერთი, რომელსაც დაარტყეს. შემდეგ ჩაერთო ნიკა ამ პროცესში. ჩემმა შვილმაც დაცვის მიზნით გამოიყენა თავისი იარაღი, რომელიც განვადებით მე თვითონ ვაყიდინე. ეს არ უნდა მომხდარიყო! სანამ დაიწყებოდა სროლა, ზვიადაური იქ იყო თავიდანვე.

ჩემი შვილი იყო თავიდანვე მშრომელი, პატიოსანი, ვაჟკაცი ადამიანი. ჩასული იყო იმისთვის, რომ ემუშავა და ორი კაპიკი შემოეტანა ოჯახში. შრომობდა ფიზიკურად. ხმებია, რომ რაღაც ბიზნეს წილი, რის ბიზნეს წილი. მე ზვიადაურით ამდენი ხანი ვამაყობდი. მე არ ვიცი, ისიც მოიქცა ალბათ ისე როგორც ჩათვალა საჭიროდ. მაგრამ მას შეეძლო უფრო მეტი გაეკეთებინა თავიდანვე. მინდა იმ ოჯახს მივუსამძიმრო, იმიტომ, რომ ვხვდები იქაც რა ხდება. ის, რომ ზვიადაურმა მიიყვანა საავადმყოფოში, ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ გოგა და გაგა კენჭოშვილებმა, რომლებიც ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვები არიან, იმათ მიიყვანეს“, - განაცხადა მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამამ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის: 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში 3 ადამიანი ჩაცხრილეს, მათ შორის, ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით კი, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა