ექსკლუზივი: ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებზე რა ინფორმაცია ჰქონდა 2008 წელს შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტს

სულ ნახვები : 10,081
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართულ პოლიტიკაში ახალი სკანდალია - „ტვ პირველმა“ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, „ოცნების“ დამფუძნებელი „ქართუ“-ს ყოფილ პრეზიდენტს, გიგა ჩრდილელს ესაუბრება. საუბრიდან ჩანს, რომ ივანიშვილს რუსეთის მიმართ, მინიმუმ, ლოიალური დამოკიდებულება აქვს. „ტვ პირველის“ ცნობით, ფარული ჩანაწერი 2008 წლის აგვიტოს ომის შემდეგ, დაახლოებით, იმავე წლის სექტემებრშია გაკეთებული. ივანიშვილის რუსულ კავშირებზე საუბარი ახალი არაა, მაგრამ საინტერესო, თუკი ყოფილმა ხელისფლებამ ჯერ კიდევ 2008-ში იცოდა, რომ მილიარდერს თვალი ჩრდილოეთისკენ ეჭირა, მის მიამრთ შესაბამისი ზომები რატომ არ გაატარა? - ამის გასარკვევად CNews შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც 2008 წელს შსს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და მსგავსი რაღაცების ანალიზი სწორედ ამ დეპარტამენტის პრეროგატივაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შოთა უტიაშვილს ჩანაწერი ახლაც არ მოუსმენია.

- ბატონო შოთა, გამარჯობა, ვანო ვარ პავლიაშვილი „ქრონიკანიუსიდან“.

- დიახ.

- ერთი კითხვა მაქვს ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასულ ივანიშვილის ფარულ ჩანწერებზე: 2008-ში შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყავით, არა?

- დიახ.

- ამ საუბრის შესახებ ინფორმაცია გქონდათ?

- არ ვიცი, არ მინახავს ჩანაწერები.

- გეტყვით: ბიძინა ივანიშვილი და „ქართუს“ მაშინდელი ხელმძღვანელი გიგა ჩრდილელი საუბრობენ, საიდანაც ჩანს, რომ ივანიშვილი საცხოვრებლად რუსეთში აპირებს გადასვლას. „ტვ პირველის“ ცნობით, ეს ჩანაწერი 2008 წლის ომის მერე, დაახლოებით, სექტემებერშია გაკეთებული. ამასთან, ივანიშვილს, როგორც ირკვევა, არ უსმენდნენ, მაგრამ თურმე, სისტემა გადაიტვირთა... მოკლედ, ჩანაწერში ივანიშვილი საქართველოში რუსეთის ყოფილი ელჩის მისამართით ამბობს,  რუსეთში ჩავალ, შევხვდები და, საერთოდ, რუსეთში გადავალ საცხოვრებლადო. თუ ეს ჩანაწერი გაკეთდა, ივანიშვილის გეგმებზე ინფორმაცია არ გქონდათ?

- არა, ინფორმაცია არ მქონდა.

- ანალიტიკურ დეპარტამენტს მსგავსი რაღაცებისთვის ყურადღების მიქცევა ხომ ევალებოდა?

- არ ვიცი, ეს სამინისტროს ჩაწერილი იყო საერთოდ? ვისი ჩაწერილი იყო, კაცმა არ იცის.

- „ტვ პირველის“ ცნობით, ფაილები უშიშროებიდან გამოვიდა... უკაცრავად, მაგრამ თუ არა ძალოვანები, ივანიშვილს, აბა, სხვა ვინ ჩაიწერდა, ან ეჭვი არ არსებობდა, რომ რუსეთის კაცი იყო?

- მტკიცებულება არ არსებობდა, თორემ ეს ყოველთვის არსებობდა, პირველი დღიდან.

- თუ ამაზე ეჭვი პირველი დღიდან არსებობდა, მაშინ მაშინდელი ხელისუფლება ივანიშვილთან რატომღა მეგობრობდა?

- მოქალაქე იყო, კაცო, ყოველთვის.

- მოქალაქე გასაგებია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. საერთოდ, ივანიშვილის ტელეფონი მოსმენაზე იყო?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით.

- ბატონო შოთა, ანალიტიკური სამსახური ხომ გებარათ?

- არ ვიცი... რა გინდათ, ვანო, ვერ გავიგე, ჩემგან?

- უბრალოდ, მაინტერსებს, ყველაფერ ზემოთქმულზე ინფორმაცია რატომ არ გქონდათ.

- ეგ ჩანაწერი მოსმენილი არ მქონდა და არც ის ვიცი, ვინ ჩაიწერა, ხომ გითხარით.

ავტორი: ვანო პავლიაშვილი

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა