„როგორ შეიძლება, პასუხისმგებლობას გაექცეს პრემიერი“ - ბონდო მძინარაშვილი სუს-ის საიდუმლო კრებსებზე

სულ ნახვები : 4,177
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ამ ფარულ მიყურადება-მოსმენა-თვალთვალზე პასუხისმგებელია ყველა პრემიერ-მინისტრი და სუსის მთელი ხელმძღვანელობა, ვინც ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყო და არის,“ - აცხადებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.

„მორჩით ახლა ამ მიეთ-მოეთს! სირცხვილია მართლა და მართლა! ამ ფარულ მიყურადება-მოსმენა-თვალთვალზე პასუხისმგებელია ყველა პრემიერ-მინისტრი და სუსის მთელი ხელმძღვანელობა, ვინც ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყო და არის! როგორ შეიძლება, პასუხისმგებლობას გაექცეს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური - სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე?! როგორ შეიძლება, პასუხისმგებლობას გაექცეს შინაგან საქმეთა მინისტრი - სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი?! რა ხდება, ხალხო, თქვენ აგეჭრათ თავში ტვინი თუ ჩვენ გგონივართ ისეთი დაბალი განვითარების, რომ ეს აბდაუბდა უნდა გვაკადროთ?! ამ ყველაფერს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები კი არა, მთელი მსოფლიო ისმენს! რას აკეთებთ?! აიღეთ პასუხისმგებლობა ყველამ და დანარჩენი საგამოძიებო ორგანოებმა გაარკვიონ! ეს არ არის ერთი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგის თემა, გნებავთ, მმართველი პარტია იყოს და, გნებავთ, ოპოზიციური! ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია! ეს ჩანაწერები მხოლოდ ქართულ მედიას კი არა, საქართველოთი დაინტერესებული ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს აქვს! თქვენ გესმით მაინც, ეს რას ნიშნავს?! გესმით, რა მოცულობის ინფორმაციას ფლობენ საქართველოს მოქალაქეებზე?! ვისთვის ინახავდით ამ ჩანაწერებს, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად უკანონოდ არის მოპოვებული?! თქვენ, ვინც ხელისუფლებაში იყავით და ვინც ხელისუფლებაში ხართ, დიახ თქვენ, სწორედ თქვენ უნდა დაგეცვათ და თქვენ უნდა გვიცავდეთ საქართველოს მოქალაქეებს, თუკი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ჩვენი პირადი სივრცის დარღვევას, ჩვენს მოსმენას და თვალთვალს გადაწყვეტენ და ახლა რა მოხდა, გააზრებული გაქვთ?! გაიაზრეთ და შეწყვიტეთ ურთიერთბრალდებებით ხმალაობა, ნუ ჩეხავთ საქართველოს სახელმწიფოს“, - წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები