მიუღებელია იმ ქვეყანაში სიმღერა, რომელსაც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოუკლავს - მებო ნუცუბიძემ რუსულ მუსიკალურ შოუში მონაწილეობაზე უარი თქვა

სულ ნახვები : 351
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მომღერალმა მებო ნუცუბიძემ რუსულ მუსიკალურ შოუში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მომღერალმა საკუთარ facebook-გვერდზე მიმოწერა გაავრცელა მასსა და რუსული შოუს ორგანიზატორს შორის. 

მომღერლის შეტყობინების ავტორი ტელეარხ Россия 1-ის გადაცემაში, სახელად Ну-ка, все вместе იწვევს.

"ამ საშინელი რუსული შოუდან უკვე მესამედ მწერენ. შარშან და შარშანწინ უბრალოდ დავსინე. წელს კიდევ მომწერეს და უკვე ამოვიდა ყელში", - წერს მებო ნუცუბიძე.

"გამარჯობა. მე ზოია შპაკოვსკაია მქვია. ტელეარხ Россия 1-ზე მუსიკალური შოუ Ну-ка, все вместе-ის კასტინგ-მენეჯერი ვარ. გვინდა, ჩვენს პროექტში მონაწილეობის მიღება შემოგთავაზოთ. იქნებ, უფრო დეტალურად განვიხილოთ?" - წერია მიწვევის წერილში. 

მებომ შოუს ორგანიზატორებს ინგლისურ ენაზე დასაბუთებული უარი გაუგზავნა:

"თუ არ იცით, გაცნობებთ, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერაა ოკუპირებული. შესაბამისად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ ქვეყანაში გამოსვლა და სიმღერა, რომელსაც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოუკლავს და მათ დღესაც კლავს ან აპატიმრებს. დღეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

რა მინდა იმ ქვეყანაში, რომელმაც ჩემი ნათესავები სახლებიდან გამოყარა და რომლის აგრესიის გამოც უშუალოდ ჩემი ოჯახის წევრები დაიღუპნენ პოსტტრავმული შედეგებით?!" -  წერს მომღერალი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა