„დეოკუპაცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით უნდა დავიწყოთ“ - გიგი თევზაძე

სულ ნახვები : 2,893
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დღეს ყველა საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მესამე რესპუბლიკის რუსული ოკუპაცია კვლავ დაწყებულია. მით უმეტეს, როდესაც მესამე რესპუბლიკის დამაარსებელი, მიხეილ სააკაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ციხეშია დატყვევებული,“ - აცხადებს სოციოლოგი და ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიგი თევზაძე „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავზე საუბრისას.

შეგახსენებთ: 2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, რომლითაც ქვეყანაში შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობა დამთავრდა.

„მეგობრებო, გილოცავთ საქართველოს მესამე რესპუბლიკის დაარსების დღეს (პირველი - 1918-1921, მეორე - 1991-2003).

პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იარსება. ამას მოჰყვა რუსული ოკუპაცია. მესამე რესპუბლიკა დაიწყო 2003 წელს.

დღეს ყველა საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მესამე რესპუბლიკის რუსული ოკუპაცია კვლავ დაწყებულია. მით უმეტეს, როდესაც მესამე რესპუბლიკის დამაარსებელი, მიხეილ სააკაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ციხეშია დატყვევებული.

გისურვებთ მალე დაწყებულიყოს ქვეყნის დეოკუპაცია და მეოთხე რესპუბლიკისთვის ჩაგვეყაროს საფუძველი. დეოკუპაცია მესამე რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტის განთავისუფლებით უნდა დავიწყოთ", - წერს თევზაძე სოციალურ ქსელში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები