ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს

სულ ნახვები : 195
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თვითმმართველობის არჩევნები გაყალბების, მოსყიდვისა და დაშინების ფონზე ჩატარდა,“ - განაცხადეს დღეს, 3 დეკემბერს, ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წევრებმა.

შეგახსენებთ: ახალი მოწვევის საკრებულოები ყველა ქალაქში პირველ სხდომებს მართავენ. 

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი შენგელია აირჩიეს. 18 დეპუტატი მას მხარს უჭერდა, 14 კი წინააღმდეგი იყოს.

„შედეგები, რომელიც გამოცხადებული იყო, არ ასახავს ქუთაისელი ამომრჩევლების ნებას. ეს არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის, ათასი უბედურების ფონზე, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. ჩვენ ამ საკრებულოს სხდომიდან მივესალმეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც დღეს იმყოფება პუტინის და ივანიშვილის რეჟიმის ტყვეობაში. მივესალმეთ იმ ქალაქიდან, რომელიც მან საპარლამენტო დედაქალაქად აქცია და სადაც უამრავი პროექტი დაიწყო", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ: ხმაური იყო საკრებულოს შენობასთანაც, სადაც მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავდნენ. სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე,რომელიც  საკრებულოს სხდომაზე დასწრების ცდილობდა პოლიციამ დააკავა.

საკრებულოს სხდომა ქუთაისში ამ წუთებშიც გრძელდება. დღის წესრიგით თანახმად, დეპუტატებმა თავმჯდომარის მოადგილეები და ასევე, კომისიის ხელმძღვანელებიც უნდა აირჩიონ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა