გეწყინებათ ალბათ, მაგრამ უნდა ვთქვა – წინა ხელისუფლების დროს ძეგლთა დაცვის სისტემა სრულად მოიშალა - თეა წულუკიანი

სულ ნახვები : 292
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გეწყინებათ ალბათ, მაგრამ უნდა ვთქვა – წინა ხელისუფლების დროს ძეგლთა დაცვის სისტემა სრულად მოიშალა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გელათის მონასტერთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვების პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა იყო არაკომპეტენტური პირების ძეგლზე მუშაობაც.

„ცხრა თვეა, რაც სამინისტროს ვხელმძღვანელობთ, მაგრამ არ მგონია, მიზეზების ნუსხას, რომელსაც ჩამოგითვლით, ბევრი რამ შეემატოს მომავალში. მიზეზები იყო ის, რომ პროექტი იყო ხარვეზიანი და არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მათ შორის არც იმ ორგანოებმა, რომელსაც პირდაპირ ევალებოდა ზედამხედველობა, ვგულისხმობ პირველ რიგში, ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მის ხელმძღვანელობას, რომელთაგან უმრავლესობა უკვე აღარ არის თანამდებობებზე. მეორე პრობლემა იყო არაკომპეტენტური პირების მიერ ძეგლზე მუშაობა, ვინაიდან გეწყინებათ ალბათ, მაგრამ უნდა ვთქვა – წინა ხელისუფლების დროს ძეგლთა დაცვის სისტემა სრულად მოიშალა. ვინც კომპეტენტური იყო, ისინი ჩარეცხეს ასაკიდან გამომდინარე და მე მომიწია სანთლით მეძებნა ის ადამიანები და ის ჯგუფი, რომელსაც მე რჩევას ვეკითხები და შევკრიბე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი, მაგრამ გამოცდილი არქიტექტორ-რესტავრატორები არიან ყველანი 70-ის და მეტი ასაკის, არაერთი მათგანი 90 წლისაც, მაგრამ ენერგიული და ჩვენ ვნახეთ, რომ სერიოზული დეფიციტია პროფესიების და ამას უკვე მივყავართ იმ სახელოვნებო განათლების რეფორმასთან, რომელზეც მოგვიწევს საუბარი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა