მანჩო გიორგობიანი: მიწაზე მფორთხავი, ჰალსტუხჭამია მშიშარა მაიმუნი სააკაშვილი აღმაშენებელს ედრება?!

სულ ნახვები : 2,777
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიწაზე მფორთხავი და ჰალსტუხჭამია მშიშარა მაიმუნი [მიხეილ სააკაშვილივის ედრება დემეტრე თავდადებულს, ცოტნე დადიანს და დავით აღმაშენებელს უტოლებს თავს?!“, ეს ხომ სასაცილოა , სააკაშვილი ისტორიას დარჩება როგორც უბოროტესი ჯალათი- ამის შესახებ CNews- სამოქალაქო აქტივისტმა მანჩო გიორგობიანმა განუცხადა.

13 იანვარს საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამართულ პროცესზე, ბრალდებული ექს -პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და ქართველ ხალხს მიმართა.

სააკაშვილის გზავნილებზე CNews-ი სამოქალაქო აქტივისტ მანჩო გიორგობიანს ესაუბრა:

_ ქალბატონო მანჩო, როგორ შეაფასებთ სააკაშვილის მორიგ მიმართვას

_ მთელი ეს მისი საათნახევრიანი გამოსვლა არის უახლოესი თვეების „ნაციონალებისთვის“ გამზადებული მესიჯბოქსი. ბევრს შეიძლება რაღაც ნაწილები ბოდვად ეჩვენებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ სიგიჟეებს და არანორმალურ ტყუილებს სრულიად „ნაცმოძრაობა“, მთელი მათი სატელიტი მაიმუნი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკანები ყველა ილაპარაკებს ამ ტექსტებით. ეს ყველაფერი, რაც მიშამ ილაპარაკა, რაც არ უნდა სიგიჟედ მოგვეჩვენოს ადეკვატურ ადამიანებს ამას გაიმეორებს მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დაშანტაჟებული ხელის თუ ჯიბის პოლიტიკოსები და ასევე, სატელიტი პარტიები. მთელი საქართველო უნდა შეემზადოს და ამ სიგიჟეებს სათითაოდ უნდა გაეცეს პასუხი. ჩვენ უფროს თაობას შეიძლება რაღაც-რაღაცებზე გვეცინება, მაგრამ ეს ყველაფერი ახალ თაობაზე მოქმედებს, ვინც რეალურად იმ დროს არ მოსწრებია, ამიტომ არ უნდა დავიღალოთ წარსულზე ლაპარაკით, მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ და შევადაროთ ეს ჩვენი უახლესი ისტორია. მსგავსი, რომ აღარ დაგვემართოს, ყველაფერზე უნდა იყოს რეაგირება, ახსნით, განმარტებით და ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე. რა თქმა უნდა, სააკაშვილს ეს სისულელეები არ ულაპარაკია იმ ხალხისთვის, ვინც ოცი წელია ვებრძვით, ეს ილაპარაკა ელჩებისთვის, საერთაშორისო არენისთვის, პრესისთვის. 200-300 ათასი ღირს, რომ მოგემსახურონ მსოფლიოს საუკეთესო გაზეთები პიარის მხრივ, ამ ყველაფერს ვიხილავთ. ასევე, ცდილობენ ეროვნული გმირის დონეზე აიყვანონ ეს მშიშარა და მაიმუნი. ამ უტიფარ „ნაციონალებს“ ჩვენი ახალგაზრდობა იდიოტები ჰგონია, ფიქრობენ, რომ პროპაგანდით ახალგაზრდებს გაასულელებენ, რაც უფრო ხშირად იტყვიან, რომ თურმე მიშა ქაქუცაზე, დემეტრეზე მეტია და  დავით აღმაშენებელზე არა ნაკლებია, - ამის გამეორებით ფიქრობენ, რომ ახალგაზრდებს ტვინში ჩაუჭედავენ, მაგრამ მიშას ამ განსადიდებელ ტექსტებს  გონებადახშულის გარდა, არავინ დაიჯერებს. ეს იყო განდიდების მანიით შეპყრობილი, არაადეკვატური ადამიანის ბოდვა, რომელმაც იმდენი უტიფარი ტყუილი თქვა, რომ მთელი თუ არა ნახევარი საქართველო ნამდვილად აღშფოთებულია. თურმე სააკაშვილი ყოფილათანამედროვე საქართველოს შემქმნელიდა ბათუმიც სააკაშვილს დაუარსებია. ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ადარებდნენ ბათუმს ნიცას, ნავთობმაგნატები სახლებს ყიდულობდნენ და ყვაოდა ბათუმი, იგივე კომუნისტების დროსაც, მილიონობით ტურისტის მისაღები ადგილი იყო, სააკაშვილს დროს კი 300 ათასზე მეტი ტურისტი წელიწადში არც ერთხელ მოსულა. პირველი შენობა ახალ ბათუმში, სწორედ 2013 წელს აშენდა, სააკაშვილმა ძველ ბათუმს კი საშინელება უქნა, ფოსტის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში თურქებს ჩაადგმევინა კორპუსი პირდაპირ შუა ნაწილში.ეს უტიფარი, მართლა შეპყრობილი იდგა და ლაპარაკობდა, რომ თანამედროვე სახელმწიფო მე დავაარსეო. ზვიად გამსახურდიას ქვეყანაში ეს ქვეყნის უნამუსო გამყიდველი ვის ედრება, ზვიადისნაირი განათლება ჰქონდა, მისნაირი გამწარებული ცხოვრებით იცხოვრა თუ დისიდენტი იყო?! - ეს პარტნომენკლატურა, კაგებეშნიკი ბიძის ოჯახში გაზრდილი, თვითონ კგბ- ჯარებში ნამსახურები, 9 აპრილის შემდეგ, რომ კგვ- ჯარებში იმსახურებ წარმოიდგინეთ რა მენტალიტეტის უნდა იყოს, რომელ პატრიოტობაზე ვსაუბრობთ, გამოდის ახლა უნდა, რომ შევადაროთ ზვიად გამსახურდიას. მისი უტიფარი დედა ლაპარაკობს, რომ მისი შვილი თურმე ცოტნე დადიანზე და დემეტრე თავდადებულზე უფრო მეტად გმირია. საბჭოთა კავშირის კგბ-ში ჭორების განყოფილებას, რომ ხელმძღვანელობდა, ადამიანი, რომელსაც მთელი საქართველო ეზიზღება ჩამოდის და ლაპარაკობს, რომ ჩემ ძმისშვილმა საქართველო დააარსაო, კი არ დაარსდა დააქცია. რუსებს მიართვა ენერგოდამოუკიდებლობა, სტრატეგიული ობიექტების სახელები მან და ბენდუქიძემ მოუხსნეს, ამისთვის კი კონსტიტუცია შეცვალეს. ეს რესურსი დღეს, რომ აღვიდგინოთ 50 მლრდ დოლარი არ გვეყოფა.

_ სააკაშვილმა თავის მიმართვაში თქვა: გიორგი ანწუხელიძეს ეუბნებოდნენ შეეგინებინა მთავარსარდლისთვის, მან თავი გაწირა, ამათ კი ყველა შეურაცხყოფა მომაყენეს“, - როგორ შეაფასებთ მის ამ განცხადებას

_ ეს სამარცხვინო ანწუხელიძეს, როგორ ახსენებს, - 2008 წელს, უპატრონოდ დაყარეს ჯარისკაცები, მათ ღორები ჭამდნენ, საპატრიარქო გადავიდა და გვამებს კრეფდა, მთავრობის წევრებმა კი პირდაპირი მნიშვნელობით კონცერტი გამართეს, როცა გაჭირდა კიდე ერთმანეთს ასწრებდნენ ქვეყნიდან გაქცევას, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი დავით ბაქრაძემ როგორ მოგვიწოდა დანა-ჩანგლებით დაიცავით თავიო. ამ მთავრობის პატრონი, მიწაზე მფორთხავი და ჰალსტუხჭამია მაიმუნი ვის ედრება დემეტრე თავდადებულს, ცოტნე დადიანს და დავით აღმაშენებელს?! ანწუხელიძესთან ერთად ორი ბიჭი ვინც აწამეს, ის ორი ბიჭი მერე აქ თვითონ ჰყავდათ დაჭერილი, თვითონ აწამებდნენ. გმირი სამხედროები და ჯარისკაცები, ვინც ხმა ამოიღო და პრეტენზია გამოთქვა ამ აბსოლუტურად არასწორად წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებზე, უპატრონოდ დაყრილ რეზერვისტებზე, იარაღზე და მძიმე ტექნიკაზე .. აი, ასეთი ხალხი ან დაიჭირეს, ან აწამეს, ან მოკლეს, რომ მოწმე არ ყოფილიყო მაგათი ვირთხობის, ფორთხვის, სამარცხვინო მარცხის .. ისე, მოგვჭრა სააკაშვილმა თავი მთელ მსოფლიოში, რომ ვნერვიულობ, მთელი საუკუნეების მანძილზე სისხლით ნაწერი ჩვენი ჰეროიკული ისტორია არ გააფუჭოს და მსოფლიოს შთაბეჭდილება არ გაუფუჭდეს საქართველოს მართლა გმირ ხალხზე . ასეთი სამარცხვინო მეორე არ გვყოლია, როგორ ბედავს ჩვენი გმირების და წმინდანების საერთოდ ხსენებას ეს ეშმაკისეული?!

2008 წლის პროვოკაციამ უზარმაზარი ზიანი მოგვაყენა ტერიტორიული და ეკონომიკური თვალსაზრისითაც; გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიების დაკარგვისა, უნდა გავიხსენოთ, რომ უზარმაზარი გაზსადენისნაბუკოსპროექტი ჩაიშალა სწორედ ამ ომის გამო, ამ გაზსადენს უნდა გაეარა აქ და ამ პროექტის ჩაშლით ევროპის ენერგოდამოუკიდებლობა ჩაშალა სააკაშვილმა და რუსეთისსამხრეთ გაზსადენსგაუხსნა გზა, როდესაც რუსეთს მოუხაზა ახალგორი და გარშემო კიდევ 150 სოფელი. წარმოიდგინეთ, რუსეთს როგორ აწყობდა 2008 წლის შედეგებიევროპის ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ ათეულობით წლით გადაიდო

კოდორის სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს, კავკასიონის ქედს აქეთ გადმოწიეს საზღვრები , საიდანაც კონტროლდება შავი ზღვის აკვატორიაც ..

ასევე, უნდა გვახსოვდეს ადამიანების წამებები, გაუპატიურებები, მკვლელობები; ზურაბ ჟვანია, სულხან მოლაშვილი, გურამ შარაძე და სხვა უამრავი მსხვერპლისწორედ, სააკაშვილი ნება-სურვილით და მოთხოვნით ხდებოდა ქვეყნის დაშინება და დატერორება. გავიხსენოთ, მათივე, ნულოვანი ტოლერანტობა, „ესროლეთ ყველას“, 150 ბიჭი სასამართლოს და გამოძიების გარეშე, ციხეებში ხალხს ცემით კლავდნენადამიანის უფლებები [სააკაშვილისთვის] არაფერი იყო. ის და მისი ბანდა გახდნენ მილიარდერები, ცალ-ცალიკალოშითმოსულები, ჯიბეგაფხეკილები მობრძანდნენ და დღეს მილიონებს ატრიალებენ, მიტინგებს იფინანსებენ, რამდენიმე მატყუარა ტელევიზიას ინახავენ და ყალბ წარმოდგენებს უქმნიან ახალგაზრდებს..

ვბრაზობოცნებაზეის წლები, რომ გაანახევრეს, მაშინ კონფისკაცია უნდა შემოეღოთ ეკონომიკურ დანაშაულზე, იმიტომ, რომ ეს ხალხი კიდევ ბიზნესშია, გახდნენ მულტიმილიონერები, მაგათ ცოლებისა და საყვარლების დასახლებას, პლასტიკურ ოპერაციებს და პროცედურებს, ბოტოქსებს, კოსმეტიკას გადაჰყვა ქვეყნის ბიუჯეტები.

_ ნაციონალური მოძრაობააანონსებს, გაზაფხულიდან  გაათმაგებული ძალებით სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს, - რა პერსპექტივა აქვს მათ გეგმას?

_ ეს ადამიანი [სააკაშვილი] ისეთი არაადეკვატურია და ისეთი არაფხიზელი იყო მანამდეც, თან დღევანდელი ნარკოტიკების შემდგენლობა იმგვარია თავი ნაპოლეონი ჰგონიათ ხოლმე, სააკაშვილს სწორედ, არაფხიზელმა ცხოვრებამ შეუქმნა მცდარი მოლოდინები. ის აქ ელოდებოდა, რომ ასი ათასობით კაცი ქუჩაში გამოვარდებოდა და ხელში ატატებულს დასვამდნენ ტახტზე, - არა ბატონო, გაიზარდა ჩვენი საზოგადოება და მაგის ტყუილების აღარავის სჯერა. „ნაციონალური მოძრაობავეღარ მობრუნდება ხელისუფლებაში. „ქართული ოცნებაშეიცვლება, კოალიციური მთავრობა იქნება, მაგრამნაციონალური მოძრაობასთანარ მოხდება კოალიციის შეკვრა და ისინი ვეღარასდროს მობრუნდებიან, ეყოფათ, რაც გადახრეს, გადაჭამეს და ყველანაირად დააქციეს ქვეყანა. ბენდუქიძეს რეფორმატორს ეძახდნენ, არა და 100 მილიონის მიწები და ქონება მიითვისა სასოფლო-სამეურნო ინსტიტუტის

ფაქტია, რომნაციონალურმა მოძრაობამკრიტიკული მასა ვერ შეკრიბა. 2019 წლისგავრილოვის ღამისშემდეგ ახალგაზრდობის უმრავლესობამ ბევრი რამ გაიაზრა. იმ პერიოდში ბევრი ახალგაზრდა იყო შეცდომაში შესული, შემდგომ წლებში კი 5 ათას კაცსაც ვერ კრიბავდნენ, ერთ ტონა ფულს იხდიან აქციაზე მისვლაში, მაგრამ ხალხს ვერ კრებენ, მით უმეტეს კრიტიკულ მასას, რომლითაც შეიძლება რევოლუციები მოაწყო. ნურავინ დამშვიდდება, სწორედ, თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი, მონაწილეობდნენ ზვიად გამსახურდიას გადატრიალებაში მონაწილეობდა, თავად სააკაშვილი ინტერვიუებში ამბობდაზვიად გამსახურდია კავკასიის ჰუსეინიაო, ბიძამისი კი პირდაპირ ჩარეული იყო გამსახურდიას განადგურებაში, შემდეგ კი შევარდნაძის დროს მეორე რევოლუცია მოაწყვეს, პირდაპირ ივანოვმა მიიყვანა და დასვა სკამზე, ესენი რუსებზე ლაპარაკობენ?! მე იმედი მაქვს, მესამე შანსს საზოგადოება აღარ მისცემს. ჩვენ სააკაშვილის გამოსვლიდან კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს ადამიანი ყველა სიტყვაში იტყუება.

ავტორი: ნენე ინჯგია, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები