ვინ არიან ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტები და ვისი დავალებით გაიყვანა სუს-მა ქილერები ქვეყნიდან?!

სულ ნახვები : 11,158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2021 წლის 30 სექტემბერს, უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა რომ უწყებაში დაწყებულია გამოძიება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში სუს-ში ნიკა გვარამია დაიბარეს და მას მიეცა რეკომენდაცია უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

გამოძიების დაწყებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა,მაგრამ შეკვეთილი მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სუს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია. ის, რაც დამალა სუს-მა, გაარკვია „ქრონიკა+“-მა.

14 იანვარს, გვიან ღამით „ქრონიკა+-ის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს დაუკავშირდა უცნობი პირი, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროვებთ და სკანდალური ინფორმაცია გადასცა. წყაროს განცხადებით, გვარამიას შეკვეთილი მკვლელობა მან ჩაშალა, რადგან მესამე პირის მეშვეობით მკვლელობის მომზადებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავარი არხის დირექტორს. ნიკა გვარამიას მკვლელობა რამზან კადიროვმა დაუკვეთა და შემსრულებლები არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი იმ დროისათვის საგანგებო მისიით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. სუს-ის კონტრტერორისტულმა სამსახურმა გამოძიების დაწყების პარალელურად,აღნიშნული პირები რუსული ფსბ-ს მოთხოვნით ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტის გავლით ქვეყნიდან გაიყვანა და გაათავისუფლა. მათი გაყვანის ოპერაციას კი სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დავალებით, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე (საშა) მაისურაძე პირადად ხელმძღვანელობდა.

წყარომ „ქრონიკა+“- ის რედაქტორს გადასცა შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლების პასპორტის ასლები და ასევე დაუსახელა იმ პირის ვინაობა, რომელიც ალექსანდრე მაისურაძის მოკავშირე იყო რამზან კადიროვთან.

იგივე წყაროს ინფორმაციით, პირი რომელმაც ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მას მიაწოდა, ვლადიკავკაზში ცხოვრობდა და სუს-იდან რუსებისთვის ინფორმაციის გადაცემის შემდეგ მოკლეს. საფრთხე ემუქრება პირადად მასაც და ამის გამო საქართველო უკვე დატოვა.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის შეკვეთილი მკვლელობის დეტალებზე ვრცელი მასალა „ქრონიკა+“-ის 17 იანვრის ნომერში გამოქვეყნდება. ორშაბათს CNews-ზე მკვლელობის ფიგურანტების ფოტოებიც გავრცელდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა