თეა წულუკიანმა დღეს კიდევ ერთი ცნობილი მეცნიერი გაათავისუფლა სამსახურიდან

სულ ნახვები : 1,843
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კულტურის სამინისტროსთან დაგეგმილი აქციის წინ, ხელოვნების მუზეუმის კურატორი ეკა კიკნაძე კიდევ ერთი განთავისუფლებული თანამშრომლის შესახებ საუბრობს:

- კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი. ახლა მიზეზი არ მკითხოთ. კომპეტენციას მუზეუმში არავინ აფასებს. ირმა მანაგაძე! მხოლოდ იმიტომ, რომ მან კულტურის მინისტრის განთავისუფლების პეტიციაზე მოაწერა ხელი. ამ ფაქტორმა თავისუფლად გადაწონა მისი მრავალწლიანი სტაჟი და საუკეთესო პროფესიული რეპუტაცია.

როგორც Cnews-თვის გახდა ცნობილი, დღეს განთავისუფლებული ირმა მანაგაძე დღესვე, აქციის შემდეგ აპირებს მიმართოს სასამართლოს. 

ირმა მანაგაძე:

- რაც მისწავლია და მიშრომია, ყველაფერი ორმა იურისტმა ერთ წუთში გადამიწყვიტა!  კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ, რომელთანაც 5 წუთიანი ზოგადი გასაუბრება მქონდა, დაადგინა რომ შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლობას არ ვიმსახურებ! იმდენი უფროსი, დირექტორი, მინისტრი და  მინისტრების მინისტრი გამომიცვლია, იმდენ პეტიციაზე მომიწერია ხელი რომ ვერც მოვთვლი.  არასდროს ჩემს პირად დამოკიდებულებას და ზოგად შეხედულებებს ჩემთვის ხელი არ შეუშლია პატიოსნად მეშრომა.  არასდროს არცერთი დირექტორის “ გუნდში” არ ვყოფილვარ.  მომხსნეს,  ძალიან ცუდი და ძნელი ყოფილა. 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროსთან აქცია წულუკიანის გადაყენების მოთხოვნით, დღეს 14.00 სთ-ზე გაიმართება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა