ლევან დავითაშვილი - პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის

სულ ნახვები : 177
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ფქვილი არის, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,  ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს.

„ფქვილი არის, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი ამოსავალია, რომ იყოს პურზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის, ასევე, იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ფასები. რა თქმა უნდა, გაზრდა არ არის მთავრობის ინტერესში და არ არის საზოგადოების ინტერესში. ამიტომ ჩვენ რომ ხელოვნური ბარიერები შევქმნათ, ამ შემთხვევაში ფქვილის იმპორტის, ეს მიუღებელია, ამაზე პრემიერმა დღეს გააკეთა განცხადება. მთავარია, ჩვენ გვქონდეს დეტალური მონიტორინგი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა და ეს ასეც იქნება. ამაზე პასუხისმგებლობა აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვფიქრობ, ძალიან კარგად ართმევენ თავს. პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის. თუ გარემო ფაქტორები შეიცვლება, რა თქმა უნდა,  ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, თუმცა ამ გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელ ვითარებაში ამას არ აქვს წინაპირობა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა