ჟიგიმანტას პავილიონისი: „დროა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი დადგეს

სულ ნახვები : 403
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლიეტუვის სეიმის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ ისინი

უკვე დაიღალნენ საქართველოს  ხელისუფლებისთვის იმის ახსნით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, არ აპატიმრებდე პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციური არხების ხელმძღვანელებს.

პავილიონისი მთავარ არხთან საუბარში ამბობს, რომ ახლა დროა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი დადგეს.

– ჩვენ უკვე დავიღალეთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის იმის ახსნით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, არ აპატიმრებდე პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციური არხების ხელმძღვანელებს და არ უარყოფდე საგზაო რუკებს. სამწუხაროდ, ახლა, როდესაც დრო ასე მნიშვნელოვანია, როდესაც ძალიან მალე ევროკომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ არ აღმოჩნდეს ევროპისკენ მიმავალ ამ მატარებელზე. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის განზრახვა თავიდანვე ის იყო, საქართველოსთვის ევროპული გზა ჩაეკეტა და ახლა, მე ვფიქრობ, რომ დრო მოვიდა, მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების საკითხი წამოვჭრათ. იმიტომ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ყველა იმ რეფორმამ, რომელიც თქვენ გაატარეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ, თქვენი ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმაღლეს ეშელონებში დააყენა. სწორედ ამიტომ მოახდინა პუტინმა 2008 წელს ომის პროვოცირება, მან ვერ აიტანა ის, რომ საქართველო სრულიად აკმაყოფილებდა ევროინტეგრაციის მოთხოვნებს, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა