ნუ ატყუებთ ხალხს, სუვერენიტეტის დაცვა კი არა, ბიძინასგან ვერ დაგიღწევიათ თავი - პაატა მანჯგალაძე

სულ ნახვები : 114
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნუ ატყუებთ ხალხს, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოს დაცვა კი არა, ბიძინასგან ვერ დაგიღწევიათ თავი - ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

ოპოზიციონერი  დეპუტატი მოსახლეობას შეახსენებს, საქართველოს რუსეთის მიერ „სუვერენიტეტის“ დაცვის მწარე გაკვეთილები უკვე აქვს.

„რაც შეეხება კალაძის და „ქართული ოცნების“ ახირებას - ჩვენ ვიცავთ სუვერენიტეტსო. ყველას გავახსენებ, არსებობს 1920 წლის ჩანაწერი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა ბრიტანეთს, გაიყვანე საქართველოდან ჯარები და პატივი ეცი საქართველო სუვერენიტეტსო. რუსეთი რომ იწყებს ჩვენი სუვერენიტეტის დასავლეთისგან დაცვას, აი, მაშინ არის ძალიან მძიმედ საქმე. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ ყველა. ნუ ატყუებთ ხალხს? სუვერენიტეტის და სახელმწიფოს დაცვა კი არა, ბიძინასგან ვერ დაგიღწევიათ თავი, რა სუვერენიტეტზე ლაპარაკობთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

დეპუტატი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ, უვიზო რეწჟიმის გაუქმების შემთხზვეწვაში ოცნების ჩინოვნიკები თავიანთი მოპარული მილიონებით მათ შეძლებენ უცხო ქვეყნებში  სიარულს, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე კი დაზარალდება.

„მე პირდაპირ ვუსვამ კითხვას კალაძეს, მდინარაძეს, კობახიძეს, ივანიშვილს - რა დაგიშავათ საქართველომ? მე ვიცი, რომ უვიზო იქნება მიმოსვლა თუ არა, კალაძე მაინც წავა მილანში და შეიჭრის თმას ყოველ თვეში ერთხელ. ან წავა ღარიბაშვილი დუბაიში „საგულაოდ“, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ რა დააშავა? ხომ გამოჩნდა, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე?! მათთვის მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად, მოიპარონ ბევრი ფული და მერე ამ მოპარული ფულით „იგულაონ”. მტკიცებითში ვსაუბრობ იმიტომ, რომ გუშინ, კალაძემ მოიტყუა, როცა თქვა 27 ქვეყნის [თანხმობა] სჭირდება უვიზო მიმოსვლის გაუქმებს. 27 კი არა უმრავლესობითაც შესაძლებელია, რაც არ მიხარია, ცუდია, მძიმეა საქართველოსთვის“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა