უკრაინის ომბუდსმენს სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცით - NGO-ები და საზოგადოების ნაწილი ბრეგაძეს მიმართავს

სულ ნახვები : 126
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

მოვითხოვთ უკრაინის სახალხო დამცველს სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცეს - ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, მიმართავენ.

ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ უკანონოდ ირღვევა სააკაშვილის უფლებები.

მათივე განმარტებით, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის ომბუდსმენს უფლება აქვს მოინახულოს მისი ქვეყნის მოქალაქე, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა უკრაინა მის გათავისუფლებას ოფიციალურად ითხოვს.

„საქართველოში არ უნდა იყოს პოლიტიკური პატიმარი და არ უნდა ირღვეოდეს ადამიანის უფლებები ანუ ყველა ცივილური მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
რას ვითხოვთ უცხოს და განსაკუთრებულს? - ვითხოვთ, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებოდეს ადამიანები“ , - განაცხადა კარტოგრაფმა ივერი მელაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა