„ეს არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რა სიძულვილიც საზოგადოებაში ითესება“ - მეუფე სვიმეონი მონასტერში მომხდარ დანაშაულზე

სულ ნახვები : 198
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ის, რაც მოხდა სამების დედათა მონასტერში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რა სიძულვილიც საზოგადოებაში ითესება ყოველდღე. და ყველამ გაიგოს ეს“, - აცხადებს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულზე.

„მოგეხსენებათ ყველას, აი ტელევიზიები არიან აქ და მოგეხსენებათ ყველას, რომ მე არასოდეს არ გამოვირჩეოდი ინტერვიუებით იმიტომ, რომ ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორად  მიტანა საზოგადოებასთან იმ აზრის, რასაც ვამბობთ ჩვენ, სამწუხარო არის, კიდე ერთხელ ვიტყვი არა მარტო ტელევიზიების, არამედ ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია, ის რაც მოხდა რამოდენიმე დღის წინ ჩვენს ეპარქიაში. წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე, მრავალ სასულიერო პირზე და შედეგმა არ დააყოვნა“, - თქვა მეუფე სვიმეონმა.

ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა