უმძიმესი შეტაკება იყო ბახმუტში,გაანადგურეს ათობით ორკი, ქართული ხასიათით დაიღუპნენ - ნიკო მიქაია

სულ ნახვები : 763
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 ენმ-ს წევრი, ნიკო მიქაია ბახმუტთან დაღუპული ქართველი გმირების შესახებ წერს. ის აღნიშნავს, რომ ხუთივე ქართველი, უმძიმესი შეტაკებებისას, ქართული ხასიათით დაიღუპნენ:

"რაც გავიგე! 
ქართული ხასიათით დაიღუპნენ! უმძიმესი შეტაკება იყო ბახმუტში! ბრძანება მიიღეს არ წახვიდეთ წინო! 5 გმირ ქართველს კი სისხლი აუდუღდა! არ დაემორჩილნენ ბრძანებას და წინ წავიდნენ! 10 საათი იბრძოდნენ, გაანადგურეს ათობით ორკი და გაწირეს საკუთარი სიცოცხლე! წარმოუდგენელი გმირობა აჩვენეს ბიჭებმა! 
ჩემი, თქვენი, ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის გაწირეს თავი! 
დიდება და მარადიული ხსოვნა ჩვენს გმირებს!" - წერს ნიკო მიქაია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები