მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპაციის საკითხი იყოს დაფიქსირებული რეიკიავიკის სამიტზე - ხატია დეკანოიძე

სულ ნახვები : 182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემი დღევანდელი გამოსვლა და მოთხოვნა შეეხება „ვაგნერის“ დაჯგუფების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებულ რეზოლუციას, ასევე შესწორებას, რომელიც საქართველოს დელეგაციამ შეიტანა.

„ჩემი მხარდაჭერა ჰქონდა მთლიანად ამ რეზოლუციას, ასევე იმ შესწორებას, რომელიც საქართველოდან ჩვენ შევიტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპაციის საკითხი იყოს დაფიქსირებული სამიტზე, რომელიც გაიმართება რეიკიავიკში, რადგან საქართველოს სუვერენიტეტი კვლავ დარღვეულია რუსეთის მიერ. იმ შესწორებასაც მხარი დაუჭირა ასამბლეამ.

გარდა ამისა, ჩემი დღევანდელი გამოსვლა და მოთხოვნა შეეხება „ვაგნერის“ დაჯგუფების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. ვაპირებთ, რომ რეზოლუცია დავაინიციროთ ამასთან დაკავშირებით. ამას აქვს მხარდაჭერა უკრაინული დელეგაციის მხრიდან, ასევე ჩვენი კოლეგებისგან და გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა