არავის არ აქვს სურვილი ამ ქვეყანაში დარჩეს - ლაშა ფარულავა ემიგრაციის ზრდაზე

სულ ნახვები : 84
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილის პარტიამ, მისმა მმართველობამ ამ ბოლო წლების განმავლობაში რაც მოიტანა, არის ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირე. მაღალი ფასები, ინფლაცია. ამავდროულად არა არის ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რის გამოც ოჯახები შორდებიან ერთმანეთს. სამუშაო ძალა ქვეყნიდან მიდის ადა ყველა აი ამ მაღალანაზღაურებადი სამუშოა ადგილის საძებნელად, ან მექსიკის გავლით მიდის ამერიკაში, ან მექსიკის ქვეყნებში, - ასე ეხმიანება ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი ლაშა ფარულავა CNews-თან საუბრისას, იმ სტატისტიკას, რომელიც ემიგრაციის ზრდასთან დაკავშირებით, საქსტატმა გამოაქვეყნა.

ფარულავას შეფასებით, ივანიშვილის პოლიტიკა, საქართველო ქართველების გარეშე, კარგად მუშაობს მისი ხელისუფლების პირობებში, რადგანაც ეკონომიკაზე კონტროლი, მთლიანად მისი გარემოცვის ხელშია.

„მათ შორის ივანიშვილის  პოლიტიკა, საქართველო ქართველების გარეშე, რომელიც ამ თვალსაზრისით ეფექტიანად მუშაობს. ამ ბოლო წლებში რაც გააკეთა ივანიშვილმა არის ის, რომ ქართველების უმეტესობა ქვეყნიდან გააძევა, რადგანაც ისეთი უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, მათ შორის უპერსპექტივობაა, რომ არავის არ აქვს სურვილი ამ ქვეყანაში დარჩეს და შექმნას მათ შორის ეკონომიკური კეთილდღეობა, მე ვგულისხმობ ბიზნესს. მთელი ეკონომიკური კეთილდღეობა ივანიშვილის ჯგუფს აქვს გადანაწილებული და ეს არის სწორედ ამ სტატისტიკაში. ივანიშვილის ჯგუფი აზის მთელს ქვეყანას, გადაინაწილა ეკონომიკა, შექმნა ეკონომიკური კრიზისი, უმძიმესი მდგომარეობა და ეს უნდა შევცვალოთ შემოდგომაზე. შემოდგომა იქნება გადამწყვეტი, რის შემდეგაც  განხორციელდება რეფორმები, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და კეთილდღეობა ექნება ყველას და არა ერთეულებს, დღეს ერთეულებს აქვს ეს კეთილდღეობა, რადგანაც ივანიშვილს  სურს საქართველო წაიყვანოს რუსული ორბიტისკენ. ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის არჩევნებში გამარჯვება, დემოკრატიული ძალით", - განუცხადა ფარულავამ CNews.

ცნობისთვის, საქსტატის სტატისტიკით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხვი 95%-ით გაიზარდა.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა