თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ სხვაგან შეუხვია, ბატონო პრემიერ-მინისტრო - იან კელი

სულ ნახვები : 129
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საკუთარი დაპირების დარღვევისა და რუსული კანონის კვლავ შემოტანით, მთავრობა გადის კონსტიტუციის ჩარჩოდან და ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, სოციალურ ქსელში წერს.

ელჩის თქმით, ირაკლი კობახიძეს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ გზა ევროკავშირისკენ ბუდაპეშტზე გადის.

„ქართველი ხალხის ნების აშკარა ღალატი. ეჭვი არაა, რომ საკუთარი დაპირების დარღვევისა და რუსული კანონის კვლავ შემოტანით, მთავრობა გადის კონსტიტუციის ჩარჩოდან და ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის.

ბუდაპეშტში CPAC-ზე პრემიერმინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მთავარი პრიორიტეტია, თუმცა, როგორც ჩანს, მას მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ გზა ევროკავშირისკენ ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ სხვაგან შეუხვია, ბატონო პრემიერმინისტრო“, - წერს იან კელი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა