„ვივა მედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იკვლევს

სულ ნახვები : 370
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკა ,,ვივა მედში” მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი დეტალებზე დაწვრილებით არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება აპრილამდე გახდება ცნობილი.

„ამ საკითხზე სამართლებრივ პოზიციას წინმსწრებად ვერ დავაფიქსირებ იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს შესწავლა. მალე, სამსახური აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამცნობს. მოკვლევა დაწყებულია და მიმდინარეობს შესწავლა. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს შესწავლას. აპრილამდე დასრულდება”, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა