სერგეი ლავროვი რუსეთის მიმართ „ოცნების“ ლოიალურ დამოკიდებულებას ეროვნულ ინტერესებს უკავშირებს

სულ ნახვები : 184
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ამჟამად აქვს ქართულ მხარეს რუსეთთან და ის წინააღმდეგობა, რომელსაც ის დასავლეთს უწევს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესს გამოხატავს.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს საქართველოში კარგად აქვს გააზრებული, ის თუ რა სარგებელი აქვს რუსეთის და საქართველოს ნორმალურ ურთიერთობას.

„ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად არის მთავრობა, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლასთან ერთად, მოთხოვნაზე საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიაც კი ისმის უკვე, ისინი ამბობენ: „მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ სურთ, საქართველო გადააქციონ მორიგ გამაღიზიანებლად, დაუბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში“, - განაცხადა ლავროვმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა