ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და ტყის პირას დამარხეს - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ სამი პირი დააკავა

სულ ნახვები : 554
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ სამი პირი დააკავა. საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც დღეს გახდა ცნობილი და რომლის მიხედვითაც, დაკარგული ახალგაზრდას ცხედარი დამარხული იპოვეს.

როგორც შსს აცხადებს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში 22 მაისს შევიდა შეტყობინება 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ. პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, გ.ა. მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ მას ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულმა ქვეყანა დატოვა:

"მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ. , თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა