სელიონ დიონმა 2024 წლის აპრილამდე დაგეგმილი კონცერტები გააუქმა - როგორია მომღერლის ჯანმრთელობის მდგომრეობა?

სულ ნახვები : 646
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კანადელი მომღერალი სელინ დიონი ევროპაში 2024 წლის აპრილამდე დაგეგმილ ორმოცამდე კონცერტს აუქმებს“, -ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესს" ავრცელებს.

მომღერალს აწუხებს იშვიათი ნევროლოგიური აშლილობა სახელწოდებით, „ძლიერი პიროვნების სინდრომი“ („Stiff-Person Syndrome“), რომლის „მკურნალობას კვლავ აგრძელებს“. 

„ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გაგიცრუეთ მოლოდინი. ძალიან ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ძალა დავიბრუნო, მაგრამ ევროპაში ტურნე ძალიან საპასუხისმგებლო და რთულია მაშინაც კი, როცა 100%-იან კონდიციაში ხარ, - წერს მომღერალი თავის „ინსტაგრამ“-გვერდზე, - უსამართლოდ მოვიქეცი, როდესაც კიდევ ერთხელ გადავდე კონცერტები და მართალია, ეს გულს მტკენს, მაგრამ ჯობია, გავაუქმო გასტროლები, სანამ ნამდვილად არ ვიქნები მზად სცენაზე დასაბრუნებლად. მინდა იცოდეთ, რომ არ ვნებდები... და რაც მთავარია, მოუთმენლად ველოდები ხელახლა თქვენს ნახვას!“.

ცნობისთვის, პირველად მომღერალმა 2022 წლის დეკემბერშიც გამოაცხადა, რომ 2023 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით ევროპაში დაგეგმილ კონცერტებს გააუქმებდა ან გადადებდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა