რა მიზეზით გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი?

სულ ნახვები : 263
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წინა კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 2.1 პროცენტით გაიზარდა,- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული ცვლილება,  განპირობებული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 8.1 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.21 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„საქსტატის“ მონაცემებით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 12.4 პროცენტიანი ზრდით, რაც 6.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა