უკრაინაში კიდევ ერთი ცხინვალელი მოხალისე მოკლეს

სულ ნახვები : 258
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინაში ომში ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან კიდევ ერთი  მოხალისე მოკლეს.

სააგენტო Res-ის ცნობით, იანვარში გაუჩინარებული 47 წლის გენრიხ კასაევი რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი იპოვეს. 

მისი ცხედარი ოკუპირებულ  ცხინვალში 3 ივნისს გადაასვენეს. 

კასაევი დონეცკის ოლქის სოფელ ავდიივკაში რუსების მხარეს იბრძოდა, ავრცელებული ინფორმაციით,  მისი ოცეული უკრაინელებმა ალყაში მოაქციეს.  

კასაევს 5 ივნისს დაკრძალავენ. მას სამი შვილი დარჩა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა