ოდესაში რუსული დაჯგუფების „ყირიმის თავდაცვის“ ბოევიკი დააკავეს

სულ ნახვები : 285
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოდესაში დააკავეს მოღალატე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. ამის შესახებ უკრაინული ედია წერს. 

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 2014 წელს მამაკაცი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული შენობების დაყადაღებაში. ასევე, არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების "სახალხო მილიციის", "სუდაკის კომპანიის" და "ყირიმის თავდაცვის" შემადგენლობაში ყოფნისას, ის მორიგეობდა საგუშაგოებზე, უკანონოდ ჩხრეკდა და აწიოკებდა ადგილობრივ მოსახლეობას. 

რუსი დამპყრობლების დახმარებისათვის, მოღალატემ "ყირიმის დაცვისთვის" 2014 წელს კრემლის მედალიც კი მიიღო. 

სრულმასშტაბიანი შეჭრის  დაწყებამდე, ბოევიკი, გადაცმული მიგრანტის სახით სამხრეთ უკრაინიდან, გადავიდა ვინიცას რეგიონში, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, „გადაადგილების“ მიზეზი ჯგუფის ლიდერებთან კონფლიქტი გახდა, აღნიშნავს SBU.

ამის შემდეგ, მამაკაცი საცხოვრებლად ოდესაში გადავიდა, სადაც "ჩუმად ცხოვრობა" და ამით ცდილობდა თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის მისი დანაშაულებისთვის. კონტრდივერსიული მოქმედებების დროს, SBU-ს თანამშრომლებმა ის იპოვეს და დროებით საცხოვრებელ ადგილზე დააკავეს.

მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა