რა გასაკვირია რომ პოლონელი ექიმები არ ენდვნენ რუსულ ხელისუფლებას - ანა წითლიძე

სულ ნახვები : 394
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს ამბავი ზოგადად რაც უკავშირდება სააკაშვილის ჯანმრთელობას, მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ არ იყოს პოლიტიზირებული და მე აქ ექიმების გარეშე გამიჭირდება საუბარი“ - ამის შესახებ ენმ-ს წარმომადგენელმა ანა წითლიძემ „ტვ პირველი“-ს ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, არ არის გასაკვირი, რომ პოლონელ ექიმებს არ აქვთ ნდობა ქართული მხარის და იმ ხელისუფლების, რომელიც რუსულ დირექტივებს ასრულებს. 

„მე არ ვიცი რა დეტალებზე არის საუბარი და რამდენად სანდოა ის, რასაც ბრეგაძის უწყება იძახის, გამიჭირდება კომენტირება. 

ისე რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსული და მისი დავალება არის ის, რაც მის ჯანმრთელობასთან დავშვრებით ხდება, ამ მხრივ ნდობა რომ არ ჰქონდეთ პოლონელ ექიმებს საქართველოს ხელისუფლების გასაკვირი არ არის. 

რატომ უნდა ენდო რუსულ ხელისუფლებას და იმ ხელისუფლებას რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ვივამედში გამოკეტილი ჰყავთ სუს-ის თანხლებით და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მანიპულაციები მოახდინოს“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა