არ ვაპირებთ კლასიკურ ქუჩის აქტივისტებად ვიქცეთ - რა გეგმები აქვს სტუდენტურ მოძრაობას „თავისუფლებისთვის”?

სულ ნახვები : 990
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თავისუფლებისთვის“ - ასე ეწოდება ახალ სტუდენტურ ორგანიზაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა და მარტის აქციების ერთ-ერთმა მთავარმა სახემ, ნიკო მანაგაძემ ჩამოაყალიბა.

მანაგაძის თქმით, ახალი სტუდენტური მოძრაობა არ იქნება მხოლოდ ქუჩის აქტივიზმით დაკავებული და ის ბევრად განსხვავებულ და მრავალფეროვან აქტივიზმს აპირებს.

„ამ შემთხვევაში სრულიად ახალი ტიპის სტუდენტურ მოძრაობაზე ვსაუბრობთ, ბევრად მასშტაბურზე, თავისუფალზე და განსხვავებულზე, რასაც საზოგადოება მალე იხილავს. ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებითაც ბევრი თვისობრივი განსხვავება იქნება. ეს არ იქნება ორდინალური ქუჩის აქტივიზმი, თუმცა არც მის გარეშე გამოვა რაიმე. ყველა საჭირო მომენტში ეს მოძრაობა იქნება მთავარი მედროშე ქუჩაშიც, მაგრამ არ ვაპირებთ კლასიკურ ქუჩის აქტივისტებად ვიქცეთ. ყველა ქმედება იქნება რეალურ მიზანზე ორიენტირებული და კარგად გათვლილი. გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას, რომლითაც საზოგადოებას ჩვენი ხედვებისა და აქტივობების შესახებ გავუზიარებთ ინფორმაციას“, - აცხადებს მანაგაძე.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ნიკო მანაგაძის ინტერვიუ იხილეთ გაზეთ „ქრონიკა+“ - ის 11 სექტემბრის ნომერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა