რა საკითხს განიხილავს ენმ პოლიტსაბჭოს სხდომაზე?

სულ ნახვები : 229
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხია ერთ-ერთი იმათგან,  რის შესახებაც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს, სავარაუდოდ,  ფრაქცია საერთოდ დატოვებს სხდომათა  დარბაზს. 

„ვინაიდან ფარული კენჭისყრა იქნება და მანიპულაციის და ინტერპრეტაციის საფუძველი, რომ არ მიეცეს ამ საკითხს. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო იკრიბება და ერთ-ერთი საკითხი არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დროს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მონაწილეობა როგორ უნდა მიიღოს. დღეს პოლიტსაბჭოზე მოხდება მსჯელობა, როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო ფრაქციამ ამ საკითხის განხილვაში და ეს საკითხი კიდევ ერთხელ დაზუსტდება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს 14 :00 საათზეა დაგეგმილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა